Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

NGO-ები: პეკინის ქუჩაზე დაგეგმილი ცვლილებები უარყოფითად იმოქმედებს მცხოვრებლებსა და ქვეითებზე

22 ივლისი, 2017 17:09

სამოქალაქო ორგანიზაციების „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“, „იარე ფეხით“, „თბილისის ველომოყვარულთა კლუბი“, „ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“, და „ურბანული ლაბორატორია“ განცხადებას ავრცელებენ პეკინის ქუჩაზე ცალმხრივი მოძრაობის შესაძლო დაწესებასთან დაკავშირებით. განცხადებაში აღნიშნულია, რომ პეკინის ქუჩაზე ცალმხრივი მოძრაობის დაწესება უარყოფითად იმოქმედებს ადგილობრივ მცხოვრებლბზე, ქვეითებსა და ქუჩაზე განლაგებულ ბიზნეს ობიექტებზე. ორგანიზაციები მიმართავენ მერიას, რომ დაგეგმილი ცვლილებები დაინტერესებული მხარეებისა და სპეციალისტების ჩართულობით შეისწავლონ.

„სხვადასხვა ქვეყნის ქალაქების გამოცდილებიდან ცნობილია, რომ განიერ ქუჩაზე ცალმხრივი მიმართულების დაწესების შემდეგ იმატებს ავტომობილების რაოდენობა, სიჩქარე, და ინტენსივობა, ისევე როგორც იზრდება ხმაური, ვიბრაცია და ჰაერის დაბინძურების დონე, ხოლო ტროტუარებზე მცირდება ქვეითების რაოდენობა.

პეკინის ქუჩა ქალაქში ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული და ცოცხალი ქუჩაა. მოსალოდნელია, რომ დაგეგმილი ცვლილები უარყოფითად იმოქმედებს არა მხოლოდ ქუჩის მაცხოვრებლებსა და ქვეითებზე, არამედ მასზე განლაგებულ ბიზნეს ობიექტებზეც. ქალაქების დაგეგმარების მსოფლიოში აღიარებული პრინციპების გათვალისწინებით, ურბანულ ზონებში მჭიდროდ დასახლებულ, დატვირთულ და განიერ ქუჩებზე პრიორიტეტი უნდა გახდეს საფეხმავლო ზონების გაფართოება, უსაფრთხოების კუნძულების მოწყობა, სწრაფი ავტობუსების ხაზის გამოყოფა და ავტობუსების გაჩერებების მოწყობა. ასეთ ქუჩებზე მაქსიმალურად იზღუდება პარკირება და ის ფასიანია.

ქალაქ თბილისში სატრანსპორტო გეგმის არ არსებობის პირობებში, პეკინის ქუჩაზე საავტომობილო ნაკადებისთვის ცალმხრივი მიმართულების დაწესება მნიშვნელოვნად შეცვლის სატრანსპორტო მოძრაობას ქალაქში. შესაბამისად, საკითხი მოითხოვს დამატებით შესწავლას, როგორც ტრანსპორტის სპეციალისტების, ურბანისტების, გენგეგმის ჯგუფის წარმომადგენლებისა და ინჟინრების მხრიდან, ასევე სხვა დაინტერესებული მხარეების ჩართულობით. გაცალმხრივების შემთხვევაში მიზანშეწონილია განივი კვეთის ქუჩებში და მიმდებარე ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანების, როგორც ქვეითების, ისე მძღოლების გადაადგილების შესაძლო მარშრუტების სიღრმისეული ანალიზი. ასევე მნიშვნელოვანია, მოხდეს აღნიშნული ცვლილების ტრანსპორტის მოდელირების პროგრამით შესწავლა.

მივმართავთ მერიას, რომ მოხდეს დაგეგმილი ცვლილების დაინტერესებული მხარეებისა და სპეციალისტების ჩართულობით დამატებით შესწავლა და შესაბამისი შედეგების საზოგადოებისთვის გაცნობა“,-ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^