"მიუხედავად იმისა, რომ დღეს სახელმწიფო და ეკლესია დამოუკიდებლები არიან, საქართველოში სეკულარიზმი თავისი კლასიკური გაგებით უადგილოა, და ვფიქრობთ, რომ ჩვენს ერში არსებობს მოდელი, რომელიც მსოფლიოში უნიკალურია" - თქვა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა.
ეს განცხადება პრემიერმა დღეს, სასტუმრო "სნოს" გახსნაზე გააკეთა, რომელზეც ის პატრიარქმა მიიწვია.
"სნოს" გახსნაზე აგრეთვე იმყოფებიან პრეზიდენტი, პარლამენტის თავმჯდომარე და მინისტრთა კაბინეტის წარმომადგენლები.