Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

საპატრიარქოს მოწოდების მიუხედავად, „ევროპული საქართველო" აქციას მაინც გამართავს

23 ივლისი, 2017 18:13

„თავშეკავება მართებთ იმ მოძალადეებს, რომლებიც 25 წლის გოგოს გაუპატიურებით ემუქრებიან. ჩვენ ჩვენს კონსტიტუციურ უფლებას გამოვიყენებთ და გავივლით აღმაშენებლის მოედანზე. 14 ივლისს პუტინის ფაშისტებმა გამართეს მარში, მიუხედავად იმისა, მათზე რა აზრის ვართ, მათ ამის უფლება ჰქონდათ. დღეს ჩვენ მეტნი ვიქნებით და დავანახებთ ყველას, რომ ფაშიზმი საქართველოში ვერ გაიმარჯვებს."

.ეს კომენტარი „ლიბერალთან" „ევროპული საქართველოს" წევრმა, კომუნიკაციების დირექტორმა, ირაკლი კიკნაველიძემ გააკეთა.  

საქართველოს საპატრიარქოს განცხადებით, „დღეს თბილისში შეიქმნა საშიშროება საზოგადოების წევრებს შორის დაპირისპირებისა".ამიტომ საპატრიარქო მოუწოდებს ე.წ. ქართული მარშის და „ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისათვის“  ხელმძღვანელებს, თავი შეიკავონ დაგეგმილი აქციისაგან, „რათა თავიდან ავიცილოთ გაუთვალისწინებელი შედეგები".

 დღეს, 20:00 საათზე აღმაშენებლის გამზირზე, პოლიტიკური პარტია „ევროპული საქართველო" მართავს აქციას სახელწოდებით - „არა რუსულ ფაშიზმს საქართველოში", ხოლო ერთი საათით ადრე ე.წ. ქართული მარში კონტრაქციას გეგმავს. საპატრიარქოს განცხადების შემდეგ მათ პოზიციას „ლიბერალი" რამდენიმე წუთში შემოგთავაზებთ. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^