„ევროპული საქართველოს“ აქცია „არა რუსულ ფაშიზმს“ კონტრაქციის მონაწილეების სიტყვიერი შეურაცხყოფის ფონზე მიმდინარეობს. მათ „ევროპული საქართველოს” აქციის მონაწილეებს კვერცხები და წყლის ბოთლები დაუშინეს.
დღეს, 20:00 საათზე აღმაშენებლის გამზირზე, პოლიტიკური პარტია „ევროპულმა საქართველომ" დაგეგმა აქცია სახელწოდებით - „არა რუსულ ფაშიზმს საქართველოში", ხოლო ერთი საათით ადრე ე.წ. ქართული მარში კონტრაქციას გეგმავდა.
საპატრიარქომ მოუწოდა ე.წ. ქართული მარშის და „ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისათვის“ ხელმძღვანელებს, თავი შეიკავონ დაგეგმილი აქციისაგან, რათა თავიდან აეცილებინათ გაუთვალისწინებელი შედეგები.
სანდრო ბრეგაძემ გააცნო პატრიარქის სიტყვა ხალხს. „ქართველთა მარშის“ ორგანიზატორები აქციის მონაწილეებს მოუწოდებდნენ, რომ შეეწყვიტათ აქცია. თუმცა აქციის მონაწილეთა ნაწილმა ამის გამო უკმაყოფილებას გამოთქვა.
ვინაიდან ტრანსლაცია მიმდინარეობს პირდაპირ ეთერში, მოკლებული ვართ კონტენტის კონტროლის შესაძლებლობას. „ლიბერალი" ემიჯნება სიძულვილის ენის შემცველ გამონათქვამებს.