Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ფოტო ► ორი აქცია

23 ივლისი, 2017 23:05

მას შემდეგ, რაც „ევროპულმა საქართველომ" მარჯანიშვილის გამზირზე „რუსული ფაშიზმის" საწინააღმდეგოდ აქციის გამართვა დააანონსა, ოპონენტებმა კონტრაქციის გამართვა გადაწყვიტეს. იმის გამო, რომ ორივე აქციის დრო და ლოკაცია ემთხვეოდა, ამ უკანასკნელთ, რომლებიც საკუთარ აქტივობას „ქართველთა მარშს" უწოდებენ, მერიამ მოუწოდა, დაპირისპირების თავიდან ასაცილებლად, კონტრაქცია სხვა დროს ჩაეტარებინათ, რაზეც უარი განაცხადეს. 

დღეს პატრიარქმა ორივე მხარეს მოუწოდა, აქცია არ ჩაეტარებინათ. „ქართველთა მარშის" ორგანიზატორებს დღეს საქართველოს პატრიარქი უშუალოდ შეხვდა და მოუწოდა, აქცია დღეს აღარ გაემართათ. მას შემდეგ, რაც ორგანიზატორებმა მარჯანიშვილის გამზირზე შეკრებილ მოსახლეობას პატრიარქის მოთხოვნა გადასცეს, აქციის ჩატარებასთან დაკავშრებით ხალხის აზრი ორად გაიყო - ორგანიზატორებმა, რომელთა შორისაც იყვნენ გია კორკოტაშვილი, სანდრო ბრეგაძე, დიმიტრი ლორთქიფანიძე, ჯონდი ბაღათურია, ზაზა დავითაია და სხვები, პასუხისმგებლობის თავიდან ასარიდებლად განაცხადეს, რომ აქციას ორგანიზებული სახე აღარ აქვს და თუკი ვინმე ინდივიდუალურად დაუპირისპირდებოდა „ევროპულ საქართველოს", ეს „ქართველთა მარშის" სახელით არ მოხდებოდა.

კონტრაქციის მონაწილეებს სავალი გზისგან ასობით პოლიციელი ყოფდა. მას შემდეგ, რაც „ევროპული საქართველო" და მისი მხარდამჭერები გზის სავალ ნაწილზე გამოჩნდნენ, კონტრდემონსტრანტებმა პოლიციის კორდონის გარღვევა სცადეს, მათ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და ქვები დაუშინეს. აქციის მსვლელობის დროს რამდენიმე ადამიანი ფიზიკურად დაშავდა. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^