Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ხუციშვილი: უვიზო მიმოსვლით 55000-მა მოქალაქემ ისარგებლა, 90-დღიან ვადაში 3000 არ დაბრუნებულა

24 ივლისი, 2017 11:43

2017 წლის 28 მარტიდან ევროკავშირთან უვიზო რეჟიმით საქართველოს 55 ათასმა მოქალაქემ ისარგებლა, რომელთაგან 90 დღის ვადაში საქართველოში ამ ეტაპზე 3 ათასი არ დაბრუნებულა - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს" შს მინისტრის მოადგილემ, შალვა ხუციშვილმა განუცხადა

ხუვიშვილის თქმით, ჯერჯერობით ვერ ვიტყვით, რომ ამ ადამიანებმა ევროკავშირთან უვიზოდ მიმოსვლის პირობები დაარღვიეს, რადგან შესაძლოა, ზოგიერთ მათგანი იმ ქვეყანაში გადავიდა, რომელთანაც საქართველოს უვიზო მიმოსვლა აქვს. 

28 მარტს, საქართველოს ვიზალიბერალიზაციის შესახებ ევროკავშირის ჟურნალში გამოქვეყნებული რეგულაცია ამოქმედდა, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოს მოქალაქეებს ევროკავშირის წევრ 22 ქვეყანაში, 4 არაწევრ და შენგენის წევრობის 4 კანდიდატ ქვეყანაში უვიზოდ მოგზაურობა შეუძლიათ.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^