Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„ლუღლუღი პატრიარქის წინაშე" - ბერძენიშვილი პრემიერისა და პრეზიდენტის განცხადებების შესახებ

24 ივლისი, 2017 13:32

„პრემიერ-მინისტრი არაკვალიფიციურია და, სანამ ლაპარაკს დაიწყებს, ერთი დიდი ფილტრი ჩაურთონ... პრემიერმა ყოველდღე უნდა გამოავლინოს, რომ უვიცია...“ - ასე აფასებს „ლიბერალთან" საუბარში „რესპუბლიკური პარტიის“ წევრი ლევან ბერძენიშვილი პრემიერ-მინისტრის განცხადებას, რომლის თანახმადაც, „საქართველოში სეკულარიზმი, თავისი კლასიკური გაგებით, უადგილოა“.

„ლუღლუღი პატრიარქის წინაშე" - ამბობს ლევან ბერძენიშვილი პრემიერისა და პრეზიდენტის მიერ გუშინ გაკეთებულ შეფასებებს და აღნიშნავს, რომ რეალურად, მათ არ აქვთ უნარი, სეკულარიზმის წინააღმდეგ გაიბრძოლონ.

„სეკულარიზმი არის დადგენილი ტერმინი. არსებობს მისი ერთადერთი სწორი განმარტება. რას ნიშნავს კლასიკური? არაკლასიკური? არც პრეზიდენტის გამონათქვამი გამოირჩეოდა მაინცდამაინც სიზუსტით, მაგრამ პრემიერმა ყველაფერს გადააჭარბა“ - მიიჩნევს ბერძენიშვილი.

მისი თქმით, მარგველაშვილის სიტყვები, რომ პატრიარქმა სიყვარული ასწავლა, იმას ნიშნავს, რომ პრეზიდენტი საკუთარ გამონათქვამებს არ აკონტროლებს.

„ადამიანი იბადება სიყვარულის უნარით. რათ უნდა ამას პატრიარქის სწავლება?! ასეთი გამონათქვამები სამარცხვინოა“, - ამბობს ბერძენიშვილი.

„ეს ყალბი სიტყვებია. პატრიარქის ქადაგების მიხედვით ვაჩნაძე და ბრეგაძე მართავენ მიტინგებს. ეს არის ფარისევლობა და მლიქვნელობა, კაცები ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ სახლემწფისთან არავითარ კავშირში მყოფი ადამიანის მოსამადლიერებლად. ალბათ ფიქრობენ რომ მოხუცია და ტკბილი სიტყვა უნდა უთხრან. არც ერთი გამოსვლა არ იყო სახელმწიფოებრივად გამართლებული“, - თქვა ბერძენიშვილმა.

მისი თქმით, პრეზიდენტის სიტყვები, რომ „ყველაზე ავტორიტეტული ინსტიტუტის გავლენა უდავოა“ იმას ნიშნავს, რომ პრეზიდენტს კონსტიტუციის წაკითხვა ეზარება.

პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გუშინ სასტუმრო „სნოს“ გახსნაზე განაცხადა: „მიუხედავად იმისა, რომ დღეს სახელმწიფო და ეკლესია დამოუკიდებლები არიან, საქართველოში სეკულარიზმი თავისი კლასიკური გაგებით უადგილოა, და ვფიქრობთ, რომ ჩვენს ერში არსებობს მოდელი, რომელიც მსოფლიოში უნიკალურია".

ღონისძიებაზე იმყოფებოდა საქართველოს პრეზიდენტი. მისი თქმით, „პატრიარქმა გვასწავლა ძალა აგრესიის გარეშე, სიყვარული პირფერობის გარეშე და რწმენა ფანატიზმის გარეშე”. როგორც გიორგი მარგველაშვილი აცხადებს, „მიუხედავად იმისა, რომ ეკლესია და სახელმწიფო საქართველოში გაყოფილია, პოლიტიკურ პროცესებზე ყველაზე ავტორიტეტული ინსტიტუტის გავლენა უდავოა“.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^