Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

პროფკავშირები მაღაროსა და შახტში დასაქმებულების საშემოსავლოსგან გათავისუფლებას მოითხოვს

24 ივლისი, 2017 14:57

პარლამენტის ბიუროს წარუდგინეს საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების მიერ მომზადებული პროექტი, რომელიც საკანონმდებლო ორგანოში ინიცირებისთვის საჭირო 30 000 მოქალაქის ხელმოწერასთან ერთად შეტანილი.

საკანონმდებლო ინიციატივის თანახმად, მაღაროსა და შახტში დასაქმებულთათვის სოციალური სამართიანობის დამკვიდრების ხელშეწობის მიზნით, მათ საგადასახადო შეღავათი უნდა დაუწესდეთ და გათავისუფლედნენ საშემოსავლო გადასადახისგან.

ამ მიდგომის მიზანია, მაღაროსა და შახტში დასაქმებულთა საშემოსავლო გადასახადიდან გათავისუფლება იმ საფრთხეების საპირწონედ, რომლეთა ზეგავლენის ქვეშაც უწევთ მათ შორმა და რომელთა აღმოფხვრა ან პრევენცია პრაქტიკულად შეუძლებელია.

„განსაკუთრებით რთულ ვითარებაში იმყოფებიან მაღაროსა და შატხში დასაქმებულები, ვინაიდან მათ ყოველდღიურ რეჟიმში უწევთ სიცოცხლისთვის საფრთხის შემქმნელ გარემოში მუშაობა და ყოველდღიურ ზიანს აყენებენ საკუთარ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას. ამდენად, სოცალური სამართლიანობის დამკვირდებისკენ პოზიტიური ნაბიჯის გადასადგმელად, მიზანშეწონილად მიგვაჩნია, მაღაროსა და შახტში დასაქმებულთათვის საგადასახადო შეღავათების დაწესება“, - წერს პროფკავშირები საკანონმდებლო ინიციატივაში.

მათი თქმით, კანონპროექტით გათვალისწინებული პირების საშემოსავლო გადასახადიდან, გათავისუფლება გამოიწვევს ბიუჯეტის საშემოსავლო გადასახადის გადახდის გზით აკუმულირებული შემოსავლის შემცირებას დაახლოებით 594 400 ლარით.

ამასთან, პროფკავშირების ავტორობით მომზადებული კიდევ ერთი კანონპროექტის მიხედვით, მაღაროსა და შახტში დასაქმებულმა ადამიანებმა სახელმწიფო პენსიით 55 წლის ასაკიდან უნდა ისარგებლონ.

ავტორთა თქმით, საპენსიო ასაკის შემცირების გზით აღმოიფხვრება ის უთანასწორობა, რომელიც არსებობს ერთნაირ პირობებში დასაქმებულ პირებს შორის საჯარო და კერძო სფეროებში; ეს ცვლილება მიმართლი იქნება სოციალური სამართლიანობის დასამკვირდებლად.

კანონპროექტის მიღება ბიუჯეტიდან დამატებით ხარჯების გაღებას საჭიროებს და გასაცემი პენსიების მოცულობას დაახლოებით 2 085 560 ლარით გაზრდის. პროფკავშირებით ინფორმაციით, ცვლილება პირველ წელს დაახლოებით 960 მაღაროელსა და მეშახტეს ყოფილ  მაღაროელსა და მეშახტეს შეეხება.

კანონპროქტის ინიციატორი პარლამენტში  არანაკლებ 30 000 ამომრჩეველია.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^