Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

კელი: კონგრესის პროექტი ტერიტორიული მთლიანობის დამრღვევთა მიმართ განწყობას აჩვენებს

24 ივლისი, 2017 16:53

ამერიკის კონგრესის კანონპროექტი არის ნათელი გამოხატულება, თუ რა განწყობაა ამერიკაში მათ მიმართ, ვინც ცდილობს, რომ დაარღვიოს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა, - განაცხადა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, იან კელიმ.

იან კელი აშშ-ს კონგრესის საიტზე, ვაშინგტონის მიერ რუსეთის ახალი სანქციების შესახებ გამოქვეყნებულ კანონპროექტს გამოეხმაურა, რომელშიც საქართველოზეც არის საუბარი.

„ეს არის ძალიან მტკიცე და ნათელი გამოხატულება იმისა, თუ რა განწყობაა ამერიკაში მათ მიმართ, ვინც ცდილობს, რომ ჩაერიოს ქვეყნის დემოკრატიულ პროცესებში და დაარღვიოს ქვეყნის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა. განსაკუთრებით ის ქვეყნები, რომლებზეც საუბარი არის, ამ კანონპროექტში გამოირჩევიან იმით, რომ გამუდმებით აქვთ მცდელობა დაარღვიონ სუვერენიტეტი სხვა ქვეყნებისა და ეს არის მათი საპასუხო ქმედება. ჩვენ საქართველოს მთავრობასთან გვქონდა მჭიდრო თანამშრომლობა და განვიხილეთ ის საკითხები, რომ აღნიშნულმა არ დააზიანოს ჩვენი პარტნიორი ქვეყნების ინტერესები და პირიქით, ეს მიმართული არის დასაცავად”, - განაცხადა „ინტერპრესნიუსის“ ცნობით იან კელიმ.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^