Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

კახიძე: იარაღს ვატარებ აუცილებელი მოგერიების ფარგლებში, თავდაცვის მიზნით

24 ივლისი, 2017 21:01

„ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის, ოთო კახიძის თქმით, იარაღს, რომელიც გუშინ, აღმაშენებლის გამზირზე გამართულ აქციაზე ჰქონდა, ლეგალურად ფლობს. კახიძე ამბობს, რომ იარაღს თავდაცვის მიზნით ატარებს. 

„პალიტრა ტვ-მ“ გაავრცელა კადრები, სადაც ჩანს, რომ აქციაზე თან მქონდა იარაღი.

მინდა განვმარტო, რომ ლეგალურად ვფლობ „გლოკ 19-ს“ და მაქვს ცეცხლსასროლი იარაღის ტარების უფლება, როგორც პარლამენტის წევრს.

იარაღის მჭიდში თავსდება 15 ერთეული 9მმ ვაზნა. ზოგჯერ თან დამაქვს სათადარიგო მჭიდიც.

ვისვრი საკმაოდ ზუსტად, მიჯრით სროლისას სამიდან ერთი ათიანშია.

იარაღს ვატარებ აუცილებელი მოგერიების ფარგლებში თავდაცვის მიზნით" - წერს კახიძე Facebook-ზე.

საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „ყველას, გარდა იმ პირებისა, რომლებიც არიან სამხედრო ძალებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს შემადგენლობაში, უფლება აქვს წინასწარი ნებართვის გარეშე შეიკრიბოს საჯაროდ და უიარაღოდ როგორც ჭერქვეშ, ისე გარეთ".

ამასთან, შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ეკრძალებათ, იქონიონ ცეცხლსასროლი იარაღი, ფეთქებადი, ადვილაალებადი, რადიოაქტიური ნივთიერება ან ცივი იარაღი".

საია-ს იურისტი გიორგი გოცირიძე „ლიბერალთან" სანმარტავს, რომ შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ კანონის შესაბამისი მუხლის დარღვევა არ გამოიწვევს სს პასუხისმგებლობას, მით უმეტეს, თუკი კახიძეს იარაღი გაფორმებული ჰქონდა.

„ეს არის ამ კონკრეტული კანონის დარღვევა. ეს არ იყო მასობრივი ხასიათს დარღვევა, რადგან მხოლოდ ამ კონკრეტულ ადამიანს ჰქონდა იარაღი. ამას მოყვება ის, რომ იმ მომენტში ადგილობრივი თვითმმართველობის უფებამოსილმა წარმომადგენელმა 15 წუთის განმავლობაში უნდა შეატყობინოს ორგანიზატორს და ორგანიზატორმა ყველა ღონე უნდა მიიღოს ამ დარღვევის აღმოსაფხვრელად" -ამბობს გოცირიძე. 

შესაბამისი „პუნქტის მოთხოვნათა  დარღვევის შესახებ უფლებამოსილი წარმომადგენლის გაფრთხილებიდან უახლოესი 15 წუთის განმავლობაში ორგანიზატორი ვალდებულია დარღვევის აღმოსაფხვრელად მოუწოდოს შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს და მიმართოს  ყველა გონივრულ ქმედებას" - ვკითხულობთ შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ კანონში. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^