
იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი ლადო ჭანტურია კონკურსს გააგრძელებს, სოფიო ჯაფარიძე და შოთა გეწაძე კი კონკურსს გამოეთიშნენ.
როგორც ბრიფინგისას თეა წულუკიანმა განაცხადა, დანარჩენ ორ კანდიდატთან დაკავშირებით, ახალი კონკურსი გამოცხადდება. ქვეყნის შიგნით გამოცხადებული კონკურსის ფარგლებში, საბუთების შეტანის ბოლო ვადა 25 აგვისტო იქნება.