საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინის პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს საქართველოში ვიზიტს ეხმაურება.
„ჩემი ინფორმაციით, პეტრო პოროშენკო სპეციალურად ეწვია ბათუმს, იმისათვის რომ საქართველოს ფაქტობრივ მმართველთან, ივანიშვილთან ჩემი ექსტრადირების საკითხი განეხილა. მათი საიდუმლო შეხვედრა ურეკში ორ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა. მათ მთელი დრო ჩემზე საუბარს დაუთმეს“, - წერს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი Facebook-ის პირად გვერდზე.
როგორც სააკაშვილი ამბობს, ადგილი აქვს ორ მილიარდერ ოლიგარქს შორის კავშირს იმ ადამიანის წინააღმდეგ, რომელსაც არც ფული აქვს და არც რაიმე თანამდებობა, - „სამწუხაროდ, იმის კონსტატირება მიწევს, რომ ამ სიტუაციაში პოროშენკო არა როგორც პრეზიდენტი და კონსტიტუციის გარანტი, არამედ იქცევა როგორც სულის გამყიდველი".
სააკაშვილი აცხადებს, რომ უკრაინისა და საქართველოს ოლიგარქებისგან გასათავისუფლებლად ბრძოლას გააგრძელებს.