NDI-ის კვლევის შედეგებით, კეთილმოწყობასთან/ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებული სამი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც ქალაქს/სოფელს აწუხებს,- გარემოს დაბინძურება, საგზაო მოძრაობა და პარკირებაა.
უფრო კონკრეტულად კი NDI-ის კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ ყველაზე მნიშვნელოვან საკითხად გარემოსა დაბინძურებას გამოკითხულთა 44% მიიჩნევს, საგზაო მოძრაობას 41% და პარკირებას 27%.
NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები 18 ივნისი-9 ივლისის პერიოდს მოიცავს, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით) - 2,261 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე. NDI-ის კვლევები წარმოებს დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო.