kyivpost-ის ინფორმაციით, უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ მიიღო სასამართლოს ნებართვა, რომ დააკავონ ლეონიდ ჩერნოვეცკი.
2017 წლის 14 ივლისს კიევის ყოფილ მერს ლეონიდ ჩერნოვეცკის შეატყობინეს, რომ სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენაშია ეჭვმიტანილი. კერძოდ, საუბარია უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 364-ე მუხლის მეორე ნაწილზე, რაც გულისხმობს ძალაუფლების ბოროტად გამოყენებას ან სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას.
უკრაინის გენერალური პროკურატურის პრესმდივანმა, ლარისა სარგანმა განაცხადა, რომ ეჭვმიტანილი თავს არიდებს გამოძიებას და მისი ადგილსამყოფელი უცნობია, სასამართლომ კი მისი დაკავების ნებართვა გასცა. მისივე თქმით, გამოძიება მიმდინარეობს დანაშაულებრივ ქმედებაში ჩართულ სხვა პირთა გამოსავლენად.