Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

კობახიძე დოლიძეს: პოლიტიკურ პოლემიკაში არ შემოხვიდეთ, თქვენ საჯარო მოსამსახურე ხართ

26 ივლისი, 2017 17:32

პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე, სადაც პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებზე მსჯელობენ, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესა და პრეზიდენტის საპარლამენტო მდივან ანა დოლიძეს შორის შეკამათება მოხდა. 

ირაკლი კობახიძის გამოსვლის შემდეგ ანა დოლიძე ტრიბუნიდან სპიკერის განცხადებებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის გამოსვლა იმდენად სავსე იყო თავდასხმით, შეურაცხყოფით, დაუმსახურებელი და საკმაოდ ღირსებას მოკლებული კრიტიკით, რომ წესით, ყველა სრულიად სახტად უნდა დარჩენილიყო.

ამ განცხადების შემდეგ, პარლამენტის თავმჯდომარემ ანა დოლიძეს მოუწოდა, ეთიკის სტანდარტები დაეცვა. 

„თქვენ საჯარო მოხელე ხართ და ეთიკის სტანდარტები უნდა დაიცვათ. რაც შეეხება შეურაცხყოფას, ამის მაგალითები უნდა მოიყვანოთ“, - მიმართა დოლიძეს კობახიძემ. 

დოლიძის თქმით, პარლამენტის თავმჯდომარის მხრიდან მსგავსი ტიპის დისკურსს მიჩვეულნი არიან და ამ მცდელობაში არ აჰყვებიან. 

დოლიძეს ისევ კობახიძე გამოეხმაურა და შეახსენა, რომ ეთიკის ნორმებს არღვევს. 

„ისევ არღვევთ ეთიკის სტანდარტებს . საჯარო მოსამსახურე პოლიტიკოსებზე არ საუბრობს. თქვენ ისაუბრეთ თემაზე, იმ კანონპროექტზე, რომელიც არის წარმოდგენილი. არგუმენტები წარმოვადგინეთ და თქვენ კონტრარგუმენტები უნდა წარმოადგინოთ, რაც გაქვთ, როგორც საჯარო მოსამსახურეს. თქვენ პოლიტიკურ პოლემიკაში არ შეიძლება, რომ შემოხვიდეთ. თქვენ საჯარო მოსამსახურე ხართ და არგუმენტები წარმოადგინეთ. რაც შეეხება პოლიტიკურ პასუხებს, ეს არის პრეზიდენტის პრეროგატივა, რომელიც თქვენგან განსხვავებით პოლიტიკოსია, თქვენ კი, საჯარო მოსამსახურე ხართ. გთხოვთ, თემატურად დაასაბუთოთ ვეტო“, - მიმართა დოლიძეს კობახიძემ.

დოლიძემ კობახიძის საპასუხოდ აღნიშნა, რომ პირველ რიგში, პრეზიდენტის წარმომადგენელია პარლამენტში. 

„თქვენს მიერვე მიღებული კანონით, პოლიტიკური თანამდებობის პირი ვარ, რომელიც ინიშნება და თავისუფლდება პრეზიდენტის მიერ“, - მიმართა კობახიძეს დოლიძემ. 

კობახიძის თქმით, ეს ტყულია და ის არის საჯარო მოსამსახურე. „თქვენ საჯარო მოსამსახურე ხართ და თუ შინაარსობრივ მხარეზე საუბარს არ გააგრძლებთ, იძულებული ვიქნები, შევწყვიტო ვეტოს განხილვა და შემდეგ კანონპროექტზე გადავიდე“, - მიმართა დოლიძეს კობახიძემ. 

დოლიძემ კი, კობახიძის საპასუხოდ ისევ აღნიშნა, რომ სწორედ უმრავლესობამ ამოიღო პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი საჯარო მოსამსახურეთა სიიდან. 

„ეს ტყუილია. თუ გააგრძელებთ შინაარსობრივ საკითხებზე საუბარს, გავაგრძელებთ.

საჯარო მოსამსახურე რომ პოლიტიკოსთან არ შედის პოლემიკაში, ეს ანა-ბანაა პოლიტიკის თეორიის“, - მიმართა დოლიძეს სპიკერმა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ვიდეო:

საზოგადოებრივი მაუწყებლის ვიდეო

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^