Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

უკრაინის საიმიგრაციო სამსახურის განმარტება სააკაშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევაზე

26 ივლისი, 2017 20:30

უკრაინის საიმიგრაციო სამსახური მიხეილ სააკაშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის მიზეზებს განმარტავს

როგორც უკრაინის სახელმწიფო საიმიგრაციო სამსახურის საიტზე გამოქვეყნებულ ოფიციალურ განცხადებაშია აღნიშნული, მოქალაქეობის შეწყვეტა კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში კონსტიტუციური ნორმაა. 

„მოქალაქეობის დაკარგვის საფუძველს იძლევა „უკრაინის მოქალაქეობის შესახებ“ კანონში მე-19 მუხლი. ასეთ შემთხვევებს განეკუთვნება უკრაინის მოქალაქის მიერ ნებაყოფლობით სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღება, თუ მოქალაქეობის მიღების დროს ის სრულწლოვანი გახდა და ასევე უკრაინის მოქალაქეობის მიღება მოტყუებით, შეგნებულად არასწორი ინფორმაციისა და ფალსიფიცირებული დოკუმენტების წარდგენის საფუძველზე, რაზეც კანონის მე-9 მუხლშია საუბარი.

კანონის 24 და 25 მუხლების შესაბამისად მოქალაქეობის ჩამორთმევის შესახებ დოკუმენტაციის მომზადება და წარდგენა ხდება პრეზიდენტთან არსებული სპეციალური კომისიისთვის, რომელიც მოქალაქეობის საკითხებზე მუშაობს - საცხოვრებელი ადგილის მიხედვით ამ პროცედურას ახორციელებს უკრაინის საიმიგრაციო სამსახური და უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრო ან უკრაინაში დიპლომატიური წარმომადგენლობების და საკონსულო განყოფილებების მეშვეობით. 

მასალები სააკაშვილის შესახებ წარადგინა უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ, საქართველოდან მიღებული დოკუმენტაციისა და საიმიგრაციო სამსახურში დამუშავების შედეგად გადაუგზავნა პრეზიდენტთან არსებულ სპეციალურ კომისიას მოქალაქეობის მინიჭების საკითხებთან დაკავშირებით.

კონსტიტუციის მიხედვით, უკრაინის პრეზიდენტი იღებს გადაწყვეტილებას უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევასთან დაკავშირებით კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე.

2012-2017 წლებში უკრაინის პრეზიდენტის ბრძანებულებით მოქალაქეობა ჩამოერთვა დაახლოებით 314 ადამიანს", - აღნიშნულია საიმიგრაციო სამსახურის განცხადებაში. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^