საქართველოს მთავრობის განკარგულებით, მცხეთაში, წითელ ნუსხაში შეტანილი მცენარის -„შიშველი აკაკის" 9 ინდივიდის მოჭრაზე ნებართვა გაიცა.
განკარგულებით ირკვევა, რომ აღნიშნული ნებართვა საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს მიეცა, მცხეთაში, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ნარეკვავი-მცხეთა-რკინიგზის სადგურის მე-6 კილომეტრზე, მდინარე მტკვარზე სახიდე გადასასვლელის მშენებლობის მიზნით.
განკარგულებით, საავტომობილო გზების დეპარტამენტი ვალდებულია მოჭრილი მერქნული რესურსი დაასაწყობოს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ მითითებულ ტერიტორიაზე.