სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევით ხელისუფლებამ დიქტატურის დამყარებისკენ მორიგი ნაბიჯი გადადგა, - წერს უკრაინის ყოფილი პრემიერ-მინისტრი იულია ტიმოშენკო Facebook-გვერდზე.
უკრაინის საიმიგრაციო სამსახური მიხეილ სააკაშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის მიზეზებს განმარტავს.
როგორც უკრაინის სახელმწიფო საიმიგრაციო სამსახურის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ოფიციალურ განცხადებაშია აღნიშნული, მოქალაქეობის შეწყვეტა კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში კონსტიტუციური ნორმაა.
„მოქალაქეობის დაკარგვის საფუძველს იძლევა „უკრაინის მოქალაქეობის შესახებ“ კანონში მე-19 მუხლი. ასეთ შემთხვევებს განეკუთვნება უკრაინის მოქალაქის მიერ ნებაყოფლობით სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღება, თუ მოქალაქეობის მიღების დროს ის სრულწლოვანი გახდა და ასევე უკრაინის მოქალაქეობის მიღება მოტყუებით, შეგნებულად არასწორი ინფორმაციისა და ფალსიფიცირებული დოკუმენტების წარდგენის საფუძველზე, რაზეც კანონის მე-9 მუხლშია საუბარი.
კანონის 24 და 25 მუხლების შესაბამისად, მოქალაქეობის ჩამორთმევის შესახებ დოკუმენტაციის მომზადება და წარდგენა ხდება პრეზიდენტთან არსებული სპეციალური კომისიისთვის, რომელიც მოქალაქეობის საკითხებზე მუშაობს - საცხოვრებელი ადგილის მიხედვით ამ პროცედურას ახორციელებს უკრაინის საიმიგრაციო სამსახური და უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრო ან უკრაინაში დიპლომატიური წარმომადგენლობების და საკონსულო განყოფილებების მეშვეობით.