NDI-ის შეკითხვაზე - ხვალ რომ თბილისის მერის არჩევნები ტარდებოდეს, ვის მისცემდით ხმას?
თბილისის მოსახლეობის 30% ამბობს, რომ მხარს კახა კალაძეს დაუჭერს, 19% ალეკო ელისაშვილს, 18% ზაალ უდუმაშვილი, 12%-მა პროცენტმა არ იცის, ელენე ზოშტარიას - 5%;
შეკითხვაზე - ხვალ რომ თბილისის მერის არჩევნები იყოს, ვის მისცემდით ხმას, (მათგან, ვინც არჩევნებში სავარაუდოდ მიიღებს მონაწილეობას), თბილისის მოსახლეობის 37% ამბობს, რომ კალაძეს დაუჭრს მხარს, 22% ალეკო ელისაშვილს, 16% ზაალ უდუმაშვილს, ელენე ხოშტარიას 5%, არ იცის 8%-მა.
აღნიშნული გამოკითხვა 2017 წლის 18 ივნისიდან 9 ივლისის პერიოდში ჩატარდა. საქართველოს მასშტაბით 2,261 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულენოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). კვლევაში საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 2,2 პროცენტი.
NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით და ატარებს CRRC საქართველო.