
საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაში „ლიბერალს" განუცხადეს, რომ თბილისის დიდ ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება, რადგან ავარიულად გამოირთო 500 კვტ-იანი ელექტროგადამცემი ხაზი „იმერეთი". სამსახურის წარმომადგენლის განცხადებით, მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები და ელექტროენერგიის მიწოდება უმოკლეს დროში აღდგება.