Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სააკაშვილი მოქალქეობის ჩამორთმევას უკრაინის პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტს უკავშირებს

27 ივლისი, 2017 21:05

საქართველოს მესამე  პრეზიდენტი ტელეკომპანია „რუსთავი 2-თან“ ინტერვიუში უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევის საკითხზე საუბრობს. მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ მოქალაქეობის ჩამორთმევა პირდაპირ უკავშირდება უკრაინის პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტს, რომელიც ცოტა ხნის წინ შედგა.

"ოლიგარქისთვის, რომელიც მართავს უკრაინას პოროშენკოს სახით, ახმეტოვსითვის და სხვების, მათთვის ეჭვს არ წარმოადგენდა არასდროს, რომ მათი მთავარი პრობლემა ვიყავი მე, უბრალოდ ახლა საჯაროდ განაცხადეს და ეს უკვე ნათელი გახდა უკრაინისთვის. მე პატარა ბავშვი არ ვარ, საქართველოში ტყუილად არ ჩავიდა, ივანიშვილს ტყუილად არ შეხვდა, ბათუმში ტყუილად არ მოინდომა ჩასვლა იმიტომ, რომ ურეკში შევლა უნდოდა, ტყუილად არ ილაპარაკეს დიდი ხანი, რა თქმა უნდა რაღაცას გადადგამდნენ ნაბიჯს,"-აცხადებს სააკაშვილი.

გუშინ ცნობილი გახდა, რომ უკრაინის პრეზიდენტმა საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მოქალაქეობა ჩამოართვა. ამასთან დაკავშირებით განმარტება უკრაინის საიმიგრაციო სამსახურმაც გააკეთა. 

"კონსტიტუციის მიხედვით, უკრაინის პრეზიდენტი იღებს გადაწყვეტილებას უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევასთან დაკავშირებით კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე.

2012-2017 წლებში უკრაინის პრეზიდენტის ბრძანებულებით მოქალაქეობა ჩამოერთვა დაახლოებით 314 ადამიანს", - აღნიშნულია საიმიგრაციო სამსახურის განცხადებაში. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^