Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

კალაძე: ერთ-ერთი მიმართულება თბილისის ღამის ცხოვრების განვითარება იქნება

28 ივლისი, 2017 12:06

პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატი, კახა კალაძე უახლოეს მომავალში დედაქალაქში განსახორციელებელი პროექტების შესახებ საკუთარ ხედვას წარადგენს. აღნიშნულთან დაკავშირებით, კახა კალაძე ვიდეომიმართვას ავრცელებს და დედაქალაქში სამუშაო ადგილების შექმნაზე ყურადღებას ამახვილებს. 



„სიცოცხლით სავსე ქალაქი“ - ეს არის თბილისის ცხოვრება. უახლოეს მომავალში ვგეგმავთ, წარმოვადგინოთ ჩვენი ხედვები იმასთან დაკავშირებით, თუ რა პროექტების განხორციელებას ვგეგმავთ მომავალი წლების განმავლობაში. ერთ-ერთი ასეთი მიმართულებაა თბილისის ღამის ცხოვრების განვითარება. ეს მხოლოდ გართობა ან დასვენება არ არის. პირიქით, ეს პირდაპირ კავშირშია ახალი სამუშაო ადგილების შექმნასთან, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებასთან და რაც ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანია, ჩვენი სიცოცხლით, ენერგიით სავსე ახალგაზრდების ჩართულობასთან“, - განაცხადა კახა კალაძემ. 

მისი თქმით, მსგავსი პროექტების განხორციელებით შევძლებთ, უფრო მეტი ტურისტი მოვიზიდოთ, უფრო მიმზიდველი და საინტერესო გახდეს ჩვენი ქვეყანა უცხოელებისთვის.

„ტურისტული განვითარების მთლიან კონცეფციაში ერთ-ერთ მიმართულებად ღამის თბილისის განვითარებასა და კეთილმოწყობას განვიხილავთ. ეს იქნება სტიმული დასვენებისა და ამ მიმართულებით ბიზნესის კეთების მსურველებისთვის, ხოლო მეორე მხრივ, ღამის წესრიგის დამყარება - იქნება ეს უსაფრთხოების უზრუნველყოფა თუ ხმაურისა და სიწყნარის ზონების გააზრებული გამიჯვნა და დაგეგმარება“, - აცხადებს კახა კალაძე ვიდეო მიმართვაში. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^