გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით 28 ივლისის დღის მეორე ნახევრიდან 30 ივლისის დილამდე შავი ზღვის სანაპირო რაიონებში მოსალადნელი დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარის გამო, ზღვაზე შესაძლებელია 3–5 ბალიანი შტორმი იყოს.
შავი ზღვის სანაპირო ზოლზე განთავსებულ საგუშაგოებზე წითელი ალმებია აღმართული, რაც იმას ნიშნავს, რომ ზღვაში შესვლა აკრძალულია.