Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

პენსი: მკაცრად ვუპასუხებთ იმ ქვეყნებს, ვინც საქართველოს სუვერენიტეტის ხელყოფას დააპირებს

01 აგვისტო, 2017 12:38

დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ყოველთვის მკაცრ პასუხს გასცემს იმ ქვეყნებს, რომლებსაც პრეტენზია ექნებათ, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი ხელყონ, - განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტმა, მაიკ პენსმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე .

მაიკ პენსმა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ აშშ მკაცრად გმობს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას.

„საქართველო გახლავთ ამერიკის სტრატეგიული პარტნიორი. ათწლეულებია, რაც საქართველოს სამხედრო მოსამსახურეები ამერიკელ სამხედროებთან ერთად იბრძვიან. ავღანეთში 31-მა ქართველმა მოქალაქემ სიცოცხლე შესწირა. მათი ხსოვნა მუდმივად ამერიკელების გულში დარჩება და ამერიკელები ქართველებთან ერთად გლოვობენ მათ დაღუპვას. დღეს მიმდინარეობს გლობალური წვრთნა. სადაც მრავალი ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობს, რაც საქართველოს აძლევს საშუალებას, გაამყაროს თავისი თავდაცვისუნარიანობა. ეს არის ერთ-ერთი მაგალითი ამერიკის დახმარებისა საქართველოს თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებაში. პრეზიდენტი ტრამპი და მე მხარს ვუჭერთ 2008 წლის ბუქარესტის სამიტის განცხადებას, რომ საქართველო გახდება NATO-ს წევრი", - განაცხადა მაიკ პენსიმ. 

მისივე თქმით, ძალიან შთამბეჭდავია, რომ საქართველო მშპ-ის 2%-ს ხარჯავს თავდაცვის სფეროზე და ამით NATO-ს ზოგიერთ წევრს ასწრებს, `თუმცა ეს მძიმე რეალობით არის გამოწვეული”. 

„სულ 40 კილომეტრის დაშორებით რუსული ტანკებია განლაგებული საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე; საქართველოს ტერიტორიების 20% არის ოკუპირებული. მე ხაზს ვუსვამ, რომ აშშ მკაცრად გმობს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას. აშშ მტკიცე მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს. დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ყოველთვის მკაცრ პასუხს გასცემს იმ ქვეყნებს, რომლებსაც პრეტენზია ექნებათ, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი ხელყონ. ჩვენი ვალდებულებების თვალსაზრისით და პოზიციის გაჟღერებისთვის პრეზიდენტმა ტრამპა ხელი მოაწერა და მალე საკანონმდებლო სახე მიეცემა სანქციებს, რომლებიც რუსეთის წინააღმდეგ არის მიმართული, თუმცა ჩვენ გვსურს სანქციების გაუქმება. გვსურს რუსეთთან ურთიერთობები, მაგრამ ამის მიღწევა შეიძლება მხოლოდ მას შემდეგ, რაც რუსეთი გააუქმებს თავის დესტრუქციულ ქმედებებს. ჩვენ უკეთესი ურთიერთობა გვსურს რუსეთთან, მაგრამ მათი მხრიდან გადადგმული ბოლო დიპლომატიური ნაბიჯები, სამწუხაროდ საწინააღმდეგოზე მეტყველებს. ჩვენ გავაგრძელებთ და გავაღრმავებთ საქართველოსთან ურთიერთობას, რათა საქართველომ შეძლოს და გადაიტანოს რუსული აგრესიის შედეგები”, - აღნიშნა ვიცე-პრეზიდენტმა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^