Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მთავრობა: ანაკლიის პორტის ინვესტორი უმსხვილესი ამერიკული კომპანია გახდა

01 აგვისტო, 2017 15:20

უმსხვილესი ამერიკული კომპანია SSA Marine-ი ანაკლიის პორტის ტერმინალ-ოპერატორი და ერთ-ერთი ინვესტორი ხდება, – საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, შესაბამის ხელშეკრულებას ხელი დღეს მოეწერა.

„კონტი ჯგუფის“ შემდეგ, SSA Marine მეორე მსხვილი ამერიკული კომპანიაა, რომელიც ანაკლიის პორტის მშენებლობასა და განვითარებაში მნიშვნელოვან ინვესტიციას დააბანდებს.

მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი ოპერატორი SSA Marine ხუთ კონტინენტზე, 250–ზე მეტ სტრატეგიულ ტერმინალზე ოპერირებს და წლიურად 27.2 მილიონ კონტეინერს (TEU) ემსახურება. მთავრობის ინფორმაციით, SSA Marine დიზაინის, ოპერირების და პროექტების განვითარების თანამედროვე, ინოვაციური ტექნოლოგიების სტანდარტებს ამკვიდრებს.

ხელმოწერის ცერემონიამდე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა შეხვედრა გამართა SSA Marine-ის ვიცე-პრეზიდენტ რობერტ ვოტტერსსა და „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დამფუძნებლებთან. მხარეებმა ანაკლიის პორტთან დაკავშირებული გეგმები განიხილეს. საუბარი შეეხო საქართველოსა და აშშ-ის ეკონომიკური პარტნიორობის საკითხებს და საქართველოში არსებულ მიმზიდველ საინვესტიციო გარემოს.

„აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტი უმნიშვნელოვანესია და საქართველო მადლიერია იმ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი დახმარებისათვის, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატები უწევს. საქართველოს მხარდასაჭერად აშშ-ის ძლიერი გზავნილები კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს და ადასტურებს ამერიკისა და საქართველოს ეკონომიკური თანამშრომლობის პოტენციალს. ჩვენ მოწოდებული ვართ, ორმხრივ სტრატეგიულ პარტნიორობას უფრო მეტი ეკონომიკური შინაარსი შევძინოთ - ეს ამ შესანიშნავი თანამშრომლობის არა მორიგი,არამედ უმთავრესი ნათელი ნიშანია”, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა შეხვედრისას.

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის განხორციელება 2016 წელს დაიწყო. „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ შეიმუშავა ანაკლიის პორტის გენერალური გეგმა და პორტის წინასწარი დიზაინი; აწარმოა 50-ზე მეტი სახმელეთო, საზღვაო ეკოლოგიური და საინჟინრო კვლევა, სამშენებლო სამუშაოების სხვადასხვა მიმართულებისთვის; დაწყებულია ქალაქ ანაკლიისა და სპეციალური ეკონომიკური ზონის განვითარების სტრატეგიაზე მუშაობა. ანაკლიის პორტის სამშენებლო სამუშაოების დაწყება 2017 წლის მეორე ნახევარში იგეგმება.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^