
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი მისი მეუღლე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს სიონის ტაძარში შეხვდნენ. ილია მეორემ სტუმრებს საჩუქრები გადასცა, მაიკ პენსს - ოქროს სამაჯური, კარენ პენსს - ოქროს ჯვარი, რომელზეც თამარ მეფე არის გამოსახული. ილია მეორემ იგივე საჩუქრები გაუგზავნა დონალდ და მელანია ტრამპებს
„ვიცე-პრეზიდენტს სურდა, რომ დაეთვალიერებინა სიონის საკათედრო ტაძარი. მისმა უწმინდესობამ, სრულიად საქართველოს კათოლოკოს-პატრიარქმა როცა შეოტყო მისი მობრძანების შესახებ სიონის ტაძარში, გადაწყვიტა, რომ თავად შეხვედროდა მაღალი რანგის სტუმარს, ეს პატრიარქის მხრიდან, რა თქმა უნდა, იყო ძალიან დიდი პატივისცემის გამოხატულება“, - განაცხადა საპატრიარქოს პროტოპრესვიტერიმა გიორგი ზვიადაძემ
გიორგი ზვიადაძის თქმით, პატრიარქმა პენსს წმინდა ნინოს ჯვარიც აჩვენა, რომელიც მისი თქმით, წლის განმავლობაში მხოლოდ 2-ჯერ იხსნება,
„სტუმრის პატივსაცემად პატრიარქმა გადაწყვიტა გაეხსნა ეს ჯვარი და ასე ეჩვენებინა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტისთვის“, - განაცხადა საპატრიარქოს პროტოპრესვიტერიმა