Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ჩვენების მიხედვით, ირაკლი მამალაძე „ციანიდის საქმის“ გარდა სხვა საქმეებშიც ფიგურირებს

01 აგვისტო, 2017 19:16

„ციანიდის საქმეზე“ დაცვის მხარის პირველი მოწმე, ირაკლი ფირცხალავა, საქალაქო სასამართლოში დაიკითხა. დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატი, გიორგი ფანცულაია, ამბობს, რომ ირაკლი ფირცხალავამ დაასახელა კონკრეტული საქმეები, სადაც ირაკლი მამალაძე აგენტი იყო.

„დაასახელა, მაგალითად, თემურ თათარაშვილის საქმე, რომელშიც ის იყო აგენტ-პროვოკატორი, მისი მეშვეობით დააკავეს. ასევე გაიხსენა ჟურნალისტ გიო გაბუნიას საქმე, რომლის დაკავება ე.წ. აგენტ-პროვოკატორ ირაკლი მამალაძის მონაწილეობით მოხდა. მან თანხაც კი დაასახელა, ამის სანაცვლოდ რა თანხა მიღო ირაკლი მამალაძემ და ძალოვან სტრუქტურებში დასაქმებული პირებიც, რომლებიც მონაწილეობდნენ სპეცოპერაციებში, დაკავებაში. ამ საქმეში კონკრეტულად ის ადამიანებიც მიუთითა, რომლებმაც უშუალოდ გადასცეს ირაკლი მამალაძეს თანხა“, - განაცხადა ადვოკატმა, გიორგი ფანცულაიამ 

თბილისის კრიმინალური პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსნის მტკიცებით, „ციანიდის საქმეში“ პროკურატურის მთავარი მოწმე ირაკლი მამალაძე უშიშროების სამსახურის აგენტია.

პროკურატურა საპასუხოდ აცხადებს, რომ მათ გამოითხოვეს პასუხი უშიშროების სამსახურიდან, რომლის თანახმადაც, ირაკლი მამალაძე არ არის მათი აგენტი.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^