თბილისში კახეთის გზატკეცილზე ძლიერი ხანძარია. როგორც „ლიბერალს“ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოდან განუცხადეს, ხანძარი ტერიტორიაზე განთავსებულ სტამბის შენობას გაუჩნდა. მათი თქმით, ადგილზე 30 სახანძრო სამაშველო ტექნიკაა მობილიზებული და150 მეხანძრე - მაშველი მუშაობს, ხანძრის ლოკალიზება ნაწილობრივ მოხდა და საწყობებამდე არ შეუღწევია.
როგორც სამაშველო სამსახურის ხელმძღვანელმა ჟურნალისტებთან განაცხადა, ხანძრის გაჩენის ადგილზე სპირტი და სხვა თხევადი აირები იყო, რომელიც ფეთქდებოდა. ამჯერად ხანძრის გავრცელების საფრთხე არ არსებობს. მისივე ინფორმაციით, არ არიან დაშავებულები.