
რამდენიმე დღეა, რაც თბილისში ავტობუსების გაჩერებასთან დამონტაჟებული ტაბლოები აღარ მუშაობს.
თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში აცხადებენ, რომ ყველა ტაბლო მწყობრიდან გამოვიდა და რამდენიმე დღეში აღადგენენ. კომპანიაში ზუსტ დროს ვერ ასახელებენ
„ტექნიკური ხარვეზი გვაქვს და შესაბამისი სამსახურები უკვე მუშაობენ ამ საკითხის მოსაგვარებლად, ასე რომ, უახლოეს დღეებში მოიხსნება ეს პრობლემა ქალაქში“, - განუცხადეს „ლიბერალს“ თბილისის სატრანსპორტო კომპანიის პრესსამსახურში