ანაკლიაში, Gem Fest-ზე მამაკაცის მიმართ, რომელიც პლაჟზე შიშველი გადაადგილდებოდა, შსს-მ გამოძიება დაიწყო. საქმის წარმოება ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით დაიწყო, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს და ითვალისწინებს 100-ლარიან ჯარიმას ან თუ საქმის გარემოებებისა და დამრღვევის პიროვნების გათვალისწინებით ამ ზომის გამოყენება არასაკმარისად იქნება მიჩნეული - ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით.
შიშველი მამაკაცის ამსახველი ფოტოები ლაივპრესმა გაავრცელა
,