Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

რესპები: ანაკლიაში განვითარებული მოვლენები ცხადყოფს, რომ სახელმწიფო არ ზრუნავს მოქალაქეებზე

07 აგვისტო, 2017 16:03

„საქართველოს რესპუბლიკური პარტია“ ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. პარტიის განცხადებით, ანაკლიაში ფესტივალზე განვითარებული მოვლენები კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ სახელმწიფო არ ზრუნავს თავის მოქალაქეებზე, დასჯასა და რეპრესიებზე ორიენტირებულ პოლიტიკას კი წლებია, შედეგი არ მოაქვს. 

„რესპუბლიკელების“ განცხადებით, იმის ფონზე, რომ შემოდგომაზე პარლამენტმა დეკრიმინალიზაციის შესახებ დარეგისტრირებული კანონპროექტის განხილვა უნდა დაიწყოს, ჩნდება ეჭვი, რომ ხელოვნურად ხდება მიმდინარე პროცესების პროვოცირება ძალოვანი სტრუქტურების მხრიდან, რაც საზოგადოებაში შიშის დანერგვას და არსებული სტერეოტიპების გაძლიერებას ემსახურება.

„ქვეყანაში არსებული არაჰუმანური და სასტიკი ნარკოპოლიტიკის შედეგებს ყოველდღიურად ვხედავთ. ანაკლიაში მიმდინარე ფესტივალზე განვითარებული მოვლენები კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ სახელმწიფო არ ზრუნავს საკუთარ მოქალაქეებზე, დასჯასა და რეპრესიებზე ორიენტირებულ პოლიტიკას კი წლებია შედეგი არ მოაქვს. „ქართული ოცნების“ ხელისუფლება, ისევე როგორც მისი ყველა წინამორბედი, არ აპირებს შეცვალოს ნარკოპოლიტიკა და დათმოს შანტაჟისა და მანიპულაციის ძლიერი ინსტრუმენტი. მეტიც, იმის ფონზე, რომ შემოდგომაზე პარლამენტმა დეკრიმინალიზაციის შესახებ დარეგისტრირებული კანონპროექტის განხილვა უნდა დაიწყოს, ჩნდება ეჭვი, რომ ხელოვნურად ხდება მიმდინარე პროცესების პროვოცირება ძალოვანი სტრუქტურების მხრიდან, რაც საზოგადოებაში შიშის დანერგვას და არსებული სტერეოტიპების გაძლიერებას ემსახურება. კერძოდ.ამაზე მიუთითებს ის უზნეო და აშკარად ორგანიზებული კამპანია, რაც სოციალურ ქსელებსა და სხვადასხვა საინფორმაციო სააგენტოებშია გაჩაღებული და სადაც ნარკოტიკის მომხმარებელი გამოყვანილია როგორც განსაკუთრებით საშიში ბოროტმოქმედი, რომელიც ყველაფრის ღირსია. „რესპუბლიკელები“ მივიჩნევთ, რომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია,შეიცვალოს არსებული ნარკოპოლიტიკა და სახელმწიფოს ორიენტირი გახდეს ადამიანი, მასზე ზრუნვა, მისთვის შესაბამისი სერვისებისა და ინფორმაციის მიწოდების უზრუნველყოფა, რათა მაქსიმალურად შევამციროთ ზიანი. ჰუმანურიპოლიტიკისათვის ბრძოლაში კი მნიშვნელოვანია საზოგადოების ერთიანობა და მტკიცე ნება არსებული რეალობის შესაცვლელად. საქართველოს რესპუბლიკური პარტია სრულად იზიარებს ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმის მიერ მომზადებულ კანონპროექტს დეკრიმინალიზაციის შესახებ. ვუერთდებით „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ მოთხოვნებს, სასწრაფოდ მოხდეს ანაკლიაში ფესტივალზე ახალგაზრდის ტრაგიკული გარდაცვალებისა და რამდენიმე ადამიანის მოწამვლის შემთხვევების გამოძიება. აქვე გვსურს, მწუხარება გამოვთქვათ და მივუსამძიმროთ გარდაცვლილის ოჯახს, ახლობლებსა და მთელ საქართველოს“, - ნათქვამია პარტიის განცხადებაში

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^