ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ინიციატივით, სოფელ მამათში, საქართველოს მეორე პრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძის სახლ-მუზეუმის გახსნა იგეგმება.
„უდიდესი პოლიტიკოსისა და სახელმწიფო მოღვაწის, ედუარდ შევარდნაძის მშობლიურ სახლში საზოგადოებისა და ქვეყნის მასშტაბით ჩამოსული უცხოელი ტურისტების დიდი ინტერესის საფუძველზე, მემორიალური სახლ-მუზეუმის გახსნა იგეგმება“, - აცხადებს ლანჩხუთის საკრებულო
საკრებულოს ინფორმაციით, სახლი ედუარდ შევარდნაძის ნათესავს, ნუგზარ შევარდნაძეს ეკუთვნის და ის თანახმაა, სახლი და ეზო გადასცეს მუნიციპალიტეტს სახლ-მუზეუმის მოსაწყობად.