„პატრიოტთა ალიანსის“ თბილისის მერობის კანდიდატი ირმა ინაშვილი იქნება, - ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ მიერ დღეს გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი.
„ჩვენ აღარ გვინდა თეატრალური პოლიტიკა. პოლიტიკა სპექტაკლი არ არის. აქ 25 წელია, მერები და გამგებლები უხეშად ერევიან არჩევნებში, მანიპულირებენ საარჩევნო სიებით და აშინებენ ამომრჩეველს“,- განაცხადა ირმა ინაშვილმა.
დავით თარხან-მოურავის თქმით, საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები საპროტესტო აქციების ფონზე წარიმართება, რასაც სათავეში „პატრიოტთა ალიანსი" ჩაუდგება. როგორც მან აღნიშნა, საარჩევნო სისტემის ცვლილების მოთხოვნით სექტემბრის ბოლოდან აქციები როგორც დედაქალაქში, ისე რეგიონებში ჩატარდება.