საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ცნობით ბორჯომში, წაღვერის ტყეში ხანძარი ლოკალიზებულია.
ადგილზე მობილიზებულია 200-მდე მეხანძრე-მაშველი შესაბამის ტექნიკასთან ერთად. ადგილზე იმყოფებიან მოხალისე ჯგუფებიც. როგორც სააგენტოში აცხადებენ, რთული რელიეფის გამო, ხანძრის კერებამდე სახანძრო ტექნიკის მიყვანა ვერ ხერხდებოდა, რის გამოც სოფელ ყვიბისის მიმდებარე ტერიტორიიდან გზა გაიჭრა, რამაც ხანძრის ეპიცენტრში სახანძრო-სამაშველო ტექნიკის შეყვანა შესაძლებელი გახადა. ვერტმფრენმა კი მუშაობა გამთენიისას განაახლა. დამწვარია დაახლოებით 5 ჰექტარი. ბორჯომში, წაღვერის ტყეში ხანძარი 20 აგვისტოს, შუადღისას გაჩნდა.