რეკომენდაციები ხანძრის დროს მოსახლეობის ჯანმრთელობის დასაცავად
ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრი ტყის ხანძრების დროს მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის მიზნით, სპეციალურ რეკომენდაციებს ავრცელებს.
„მაღალი ტემპერატურით გამოწვეული ხანძრის შემთხვევაში:
• ფილტვის ქრონიკული დაავადებების მქონე ბავშვები და მოზრდილები მოერიდეთ გარეთ გასვლას და ხანძრით განპირობებული დაბინძურებული ჰაერისა და ჭვარტლისგან თავის დასაცავად, გამოიყენეთ პირბადე;
• ჰაერის მაღალი ხარისხით დაბინძურების დროს დარჩით შენობაში;
• შეინარჩუნეთ დაბალი ტემპერატურა და არ გააღოთ ფანჯრები;
• უზრუნველყავით ჰაერის დაბინძურების ყველა წყაროს ლიკვიდაცია, კერძოდ: სიგარეტის გამონაბოლქვი, ღუმელის გამოყენება, აეროზოლის მიმოფრქვევა, საკვების შეწვა;
• რესპირატორული და კარდიოვასკულარული პრობლემების მქონე პირებმა, გამოიყენეთ რესპირატორი;
• დამატებითი სერვისების მისაღებად, მიმართეთ სამედიცინო დაწესებულებას;
ჯანდაცვის სამინისტრო მაშველებისა და მოსახლეობისთვის რესპირატორებისა და პირბადეების მიწოდებას უზრუნველყოფს", - ნათქვამია რეკომენდაციებში.
განცხადების მიხედვით, რჩევები მოსახლეობის ყველა მოწყვლადი ჯგუფისთვის არის გათვალისწინებული. ესენია: ასთმის, კარდიოვასკულური და სხვა რესპირატორული დაავდებების მქონე პირები, ხანდაზმულები, ბავშვები და ორსულები. ასევე, მწეველები და მეხანძრეები.