Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

იზორია ბორჯომის ხეობაში არსებულ სტიქიაზე: დღეს მდგომარეობა გამოსწორებულია

23 აგვისტო, 2017 16:59

თავდაცვის მინისტრის, ლევან იზორიას ინფორმაციით, მათ ჰქონდათ შესაძლებლობა, მონიტორინგი ჩაეტარებინათ და დაკვირვებოდნენ ხანძარს. როგორც მან შტაბის დატოვების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, დღეს მდგომარეობა გამოსწორებულია.

"კერები არსებობს, მაგრამ ხდება მათი იდენტიფიცირება, წერტილოვნად წყლის დასხმა ამ კერებზე, დიდი ინტენსივობით, კლიმატური პირობები სამწუხაროდ ხელს არ გვიწყობს. ქარია, რაც უწყობს ხელს, რომ გაღვივდეს ცეცხლი",-თქვა იზორიამ.

მინისტრის თქმით, ყველა უწყება მაქსიმალურად არის ჩართული და ყველაფერი კეთდება მიმდებარე სოფლების მოსახლეობის დაცვისთვის. 

"ატენის ხეობაში შესაძლებელი გახდა ჩვენი უწყების ჩართვით ხანძრის ჩაქრობა, მზად ვართ ჩვენი ძალებით აქ მაქსიმალურად ვიყოთ წარმოდგენილნი, მაგრამ ხაზგასმით უნდა აღვნიშნო, აქ რელიეფი არის რთული და ცოცხალ ძალაზე არ არის დამოკიდებული მისი ჩაქრობა, რაც იყო ატენის შემთხვევაში".

თავდაცვის მინისტრმა ჟურნალისტებთან აღნიშნა, რომ ყველა ეჭვს იმის შესახებ, განგებ გააჩინეს თუ არა ხანძარი ტყეში, გამოძიება გასცემს პასუხს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^