გარემოს დაცვის სამინისტროს ცნობით, ფშავ-ხევსურეთის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე, ანდაქის ხეობაში ხანძარი გაჩნდა.
სამინისტროს ცნობით, ხანძარი მცირე ტერიტორიაზეა გავრცელებული, მას დაცული ტერიტორიების სააგენტოს რეინჯერები აქრობენ.
გარემოს დაცვის სამინისტროში ამბობენ, რომ ხანძრის ლოკალიზება მოხდა და ახლა სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს.