საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ, ბორჯომის ხეობაში გახსნილ საგანგებო შტაბში პარაკლისი გადაიხადა. პატრიარქმა მეხანძრე-მაშველები დალოცა, მათ გამძლეობა და მხნეობა უსურვა.
პარაკლისს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, ასევე მინისტრთა კაბინეტის წევრები, სასულიერო პირები და მრევლი დაეწრო.