Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ქეთევან დედოფლის ნაწილების 6 თვით საქართველოში ჩამოსატანად 343 310 ლარი გამოიყოფა

28 აგვისტო, 2017 12:15

საქართველოს მთავრობამ ქეთევან დედოფლის ნაწილების საქართველოში ჩამოტანისთვის განკარგულება გამოსცა.

განკარგულებაში აღნიშნულია, რომ „კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ, საქართველოს საპატრიარქოს მხარდაჭერით, ინდოეთის არქეოლოგიურ სამსახურთან მიღწეულ იქნა შეთანხმება ინდოეთიდან საქართველოში წმინდანად შერაცხული ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილების 6 თვით ჩამობრძანების თაობაზე".

დოკუმენტის მიხედვით, ქეთევან დედოფლის ნაწილების 6 თვით საქართველოში ჩამოტანის ორგანიზებასთან დაკავშირებული ღონისძიებების დასაფინანსებლად საჭირო თანხა 343 310 ლარს შეადგენს.

აღნიშნული ღონისძიებების დაფინანსების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ მთავრობის სარეზერვო ფონდიდან კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს 254 310 ლარი უნდა გამოუყოს, ხოლო რაც შეეხება დანარჩენ 89 000 ლარს, განკარგულებაში აღნიშნულია, რომ საქართველოს ფინანსთა და კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროებმა აღნიშნული თანხა 2018 წლის ბიუჯეტის პროექტის დაგეგმვისას უნდა გაითვალისწინონ.

განკარგულებით, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და საგარეო საქმეთა სამინისტროს დაევალა, უზრუნველყონ წმინდანად შერაცხული ქეთევან დედოფლის ნაწილების საქართველოში ჩამოტანა, საქართველოს რეგიონებში ნაწილების გადაადგილება, აგრეთვე, მოძრავი გამოფენების მოწყობა და საერთაშორისო კონფერენციის ჩატარება.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^