Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

საქართველოს რკინიგზის შენობასთან პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის შეხლა-შემოხლაა

24 აგვისტო, 2017 19:33

საქართველოს რკინიგზის შენობასთან მოშიმშილე რკინიგზელების სოლდარობის აქცია მიმდინარეობს. 

„ლიბერალის" კორესპონტენტის ცნობით, აქციის მონაწილეები საქართველოს რკინიგზის შენობაში შესვლას ცდილობენ, რადგან რკინიგზის ადმინისტრაცია მათ მოთხოვნებზე პასუხს არ სცემს. პოლიცია მათ შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევს.

აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეხლა-შემოხლა მოხდა. პოლიცია მათ დაკავებას ცდილობს. ადგილზე მივიდა სასწრაფო დახმარება. 2 მოშიმშილე რკინიგზელი ცუდად გახდა.

15 აგვისტოს საქართველოს რკინიგზის თანამშრომლებმა შიმშილობის აქცია დაიწყეს. მათი თქმით, სამუშაო ადგილი და პირობები ადმინისტრაციამ შეთანხმების გარეშე შეუცვალათ. 

ამჟამად შიმშილობს 8 ადამიანი, მათ შორის არიან რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის წარმომადგენლები. მათი მოთხოვნებია: დაუყოვნებლივ დაბრუნდნენ გათავისუფლებული თანამშრომლები სამსახურში; რკინიგზა დატოვონ საქართველოს რკინიგზის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა დაჩი ცაგურიამ და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა ვასილ ხორავამ; შესრულდეს წინა გაფიცვების შედეგად მიღწეული შეთანხმებები.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^