საქართველოს რკინიგზის შენობასთან მომხდარი შეხლა-შემოხლის შემდეგ, საავადმყოფოში აქციის ორი მონაწილე გადაიყვანეს, - ამის შესახებ „ლიბერალს" სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში განუცხადეს.
მათი თქმით, პაციენტები ალადაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს.
ისინი სავარაუდოდ რკინიგზელები არიან, რომლებიც შიმშილობენ.
დღეს, საქართველოს რკინიგზის შენობასთან მოშიმშილე რკინიგზელების სოლდარობის აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები საქართველოს რკინიგზის შენობაში შესვლას ცდილობენ, რადგან, მათი თქმით, რკინიგზის ადმინისტრაცია მათ მოთხოვნებზე პასუხს არ სცემს. პოლიციამ მათ შენობაში შესვლის უფლება არ მისცა, რის შემდეგაც აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეხლა-შემოხლა მოხდა.
აუდიტორია 115-ის ინფორმაციით, რკინიგზის შენობასთან მიმდინარე აქციის დროს, აუდიტორია 115-ის წევრები, ცოტნე ცხვედიანი და ირაკლი კუპრაძე დააკავეს. პროფრავშირების ინფორმაციით, ასევე დავაკევულია მათი წევრი გიორგი დიასამიძეც.
მოგვიანებით, საქართველოს რკინიგზის შენობასთან პოლიციამ აქციის კიდევ სამი მონაწილე დააკავა.
შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც პოლიციას აქციაზე დაკავებული აუდიტორია 115-ის წევრები ირაკლი კუპრაძე, ცოტნე ცოტნე ცხვედიანი, ასევე პროფრაკშირების წარმომადგენელი გიორგი დიასამიძე რკინიგზის შენობიდან გამოჰყავდათ.
შენობასთან შეკრებილმა აქციის მონაწილეებმა პოლიციის მანქანების შეჩერება სცადეს, რასაც პოლიციასა და მონაწილეებს შორის ისევ მოჰყვა შეხლა-შემოხლა.
„აუდიტორია115-ის" ცნობით, დაკავებულები არიან გოგა სურგულაძე, გიგი ზაქაიძე, ილია ლეჟავა.