Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„თანასწორობის მოძრაობის“ დაკავებულ წევრებთან სახალხო დამცველის წარმომადგენლები შევიდნენ

25 აგვისტო, 2017 12:23

„დღეს დილით, დაახლოებით 7.30 საათზე ბათუმში პოლიციამ დააკავა "თანასწორობის მოძრაობის" აღმასრულებელი დირექტორი, ლევან ბერიანძე და გამგეობის წევრი, თორნიკე კუსიანი“,- აღნიშნულ ინფორმაციას „თანასწორობის მოძრაობა“ ავრცელებს.  

როგორც მათ „ფეისბუქ“ გვერდზე ვკითხულობთ, დაკავებულებისგან მიღებული პირველადი ინფორმაციით, მათზე განხორციელდა ფიზიკური ძალადობა და სიტყვიერი შეურაცხყოფა პოლიციის მიერ ჰომოფობიური ნიადაგზე.

მათ ბრალი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) და 173-ე (პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) მუხლით აქვთ წაყენებული.

იურისტ ნინო ბოლქვაძის ინფორმაციით, მათ ამის შესახებ შსს-ს გენინსპექციას უკვე აცნობეს და მათგან სასწრაფო რეაგირება მოითხოვეს.

როგორც „ლიბერალს“ სახალხო დამცველის აპარატიდან აცნობეს, ამჟამად მათთან სახალხო დამცველის წარმომადგენლები იმყოფებიან და ვიზიტის დასრულების შემდეგ გაირკვევა, რა მდგომარეობაში არიან ისინი. დაკავებულთა უფლებებს საიას იურისტი, გიორგი ხიმშიაშვილი დაიცავს. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^