Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

კარლო ნატალე: საქართველოს ხანძრის კერებზე დასაკვირვებლად სატელიტურ გადაღებებზე წვდომა ექნება

25 აგვისტო, 2017 13:54

საქართველოს ევროკავშირი ხანძრის კერებზე დასაკვირვებლად სატელიტურ გადაღებებზე წვდომის საშუალებას მისცემს,- ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა კარლო ნატალემ განაცხად. ის ბორჯომის ხეობაში ჩავიდა და  გიორგი კვირიკაშვილს შეხვდა. კარლო ნატალეს თქმით, ევროკავშირი საქართველოს ექსპერტებითაც დაეხმარება.

"დიდი შთაბეჭდილება მოახდინა იმან, რაც ვნახეთ ადგილზე. ვნახეთ ის ძალისხმევა რომელიც ამ დღეების განმავლობაში ჩაიდო ამ უსიამოვნო ფაქტის ბოლომდე მოგვარებაში. ვხედავთ, რომ მდგომარეობა საიმედოა. მინდა მოგახსენოთ, რომ ევროკავშირმა გააქტიურა ე.წ. კოპერნიკუსის პროგრამის საშუალებით სატელიტური გადაღებები, რომლებიც ევროპაში გამოიყენება. სატელიტების საშუალებით ტყის ხანძრების გავრცელების არეალის გადაღება და შემდეგ ამ რუკების გამოყენება იმისათვის, რომ შემდეგ მოხდეს კარგად დაკვირვება ხანძარზე და ბოლომდე ლოკალიზება. ეს რუკები საქართველოსთვის უკვე დღეიდან იქნება ხელმისაწვდომი.

ალბათ ხვალინდელ დღეზეც უნდა ვიფიქროთ და ევროკავშირი სრულიად მზად არის, რომ მობილიზება მოახდინოს ექსპერტების დახმარების. ასევე ჩვენ დახმარებას გავწევთ ტყის მდგრადი მართვის საკითხებზე იმისათვის, რომ ეს ულამაზესი რესურსი იყოს გადარჩენილი და მომავალში მოხდეს მისი რეაბილიტაცია“,-განაცხადა ევროკავშირის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^