პოლიციისთვის მოთხოვნისადმი დაუმორჩლეობლობისა და წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით დაკავებული „თანასწორობის მოძრაობის“ წევრების, ლევან ბერიანიძისა და თორნიკე კუსიანის სასამართლო პროცესი ბათუმის საქალაქო სასამართლოში ხვალ 12 საათზე გაიმართება. მოსამართლემ დაკავებულები პროცესიდან დღეს ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლა და პროცესი ხვალისთვის გადადო.
დაკავებულები ამბობენ, რომ მათ უცნობი პირები ჰომოფობიურ ნიადაგზე ფიზიკურად გაუსწორდნენ, პოლიციის გამოძახებსი შემდეგ კი სამართალდამცავებისგანაც ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის მსხვერპლი გახდნენ.
„[პოლიციელებმა] გვაგინეს, დაგვცინეს, თქვე პიდარასტებო, რას გავხართ, თქვენნაირები როგორ უნდა დაცავას პოლიციამო, გვითხრეს. არანაირი წინაარდეგობა არ გაგვიწევია, დავიძახეთ პოლიცია გვჭდებათქო, ხალხი შევდგა წიხლით. პოლიციამ წამაქცია და დამატებით შეგვდგნენ წიხლით“ - ამბობს ბერიანიძე „ლიბერალთან“ საუბარში.
შსს-ს განცხადებით, საკითხს გენერალური ინსპექცია სწავლობს.
დაკავებულთა მიმართ გამოძიება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დაიწყო, რაც წვრილმან ხულიგნობას და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.
უწყებაში აცხადებენ, რომ ბერიანიძესა და კუსიანის მიმართ უცნობი პირების მხრიდან თავდასხმის ფაქტზე გამოძება სს კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.