Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

თანასწორობის მოძრაობა: შეწყდეს სახელმწიფოსგან ლგბტ ადამიანების ჩაგვრა, ჰომოფობიის წახალისება

25 აგვისტო, 2017 19:24

„თანასწორობის მოძრაობის" აღმასრულებელი დირექტორის ლევან ბერიანიძისა და გამგეობის წევრის თორნიკე კუსიანის მხარდასაჭერად მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია მიმდინარეობს. „თანასწორობის მოძრაობის“ წევრებმა და აქტივისტებმა აქციაზე განცხადება გაავრცელეს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„შეწყდეს პოლიციური ტერორი, ჩვენი სიცოცხლე საფრთხეშია

ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი, ტრანსგენდერი ადამიანები ყოველდღიურად განვიცდით ზეწოლასა და უთანასწორო მოპყრობას. ჩვენზე ძალადობს არამხოლოდ საზოგადოების ჰომოფობიურად განწყობილი ნაწილი, არამედ ძალადობს სახელმწიფოც, რომელიც ნაცვლად იმისა, რომ დაიცვას ლგბტ ადამიანები, თვითონ ხდება ამ ძალადობრივი ქმედებების თანამონაწილე.

დღეს მოხდა შემზარავი ფაქტი, დილის 7:30 საათზე, ბათუმის პოლიციამ უკანონოდ დააკავა და სასტიკად სცემა თანასწორობის მოძრაობის აღმასრულებელი დირექტორი ლევან ბერიანიძე და გამგეობის წევრი თორნიკე კუსიანი, მათზე პოლიციის მხრიდან განხორციელდა ღირსების შემლახავი, სასტიკი, და არაადამიანური მოპყრობა, სიტყვიერი შეურაცხყოფა. ეს არ არის მხოლოდ კონკრეტული თემის წევრების პრობლემა, ეს გაცილებით უფრო მასშტაბური და სისტემური ხასიათის მატარებელია და მნიშვნელოვანია ფართო საზოგადოების მხრიდან აღნიშნული პრობლემის სერიოზულობის გააზრება და სოლიდარობისა და თანადგომის გამოცხადება.

პოლიციის მხრიდან განხორცილებული ძალადობა, არა არის ერთჯერადი მოვლენა, აღნიშნული ინციდენტი ფარდას ხდის არსებული ინსტიტუტების მანკიერ მხარეებს და წარმოაჩენს იმ პრობლემებს, რაც რეალურად არსებობს და სახელმწიფო თავის მხრივ თვალს ხუჭავს მათზე. სახელმწიფო სტრუქტურა, რომლის ფუნქციაც ადამიანების დაცვაა, თვითონ გვევლინება მოძალადედ, რაც კიდევ უფრო ამძაფრებს ლგბტ თემის წევრთა დაუცველობის ხარისხს.

მივმართავთ საქართველოს მთავრობას, ბატონ პრემიერ-მინისტრს, ვიცე-პრემიერს, პარლამენტის წევრებს, საქართველოს პროკურატურას:

1.      დაუყოვნებლივ გამოძიებულ იქნას ლევან ბერიანიძისა და თორნიკე კუსიანის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტი და დაისაჯონ მოძალადე პოლიციელები;

2.      დასრულდეს სახელმწიფო ინსტიტუტების მხრიდან ლგბტ ადამიანების მიმართ გულგრილობა, ჩაგვრა, ჰომოფობიის წახალისება და ამ საკითხით პოლიტიკური მიზნებისთვის მანიპულირება;

3.      დაიწყოს ლგბტ ადამიანების უფლებების დასაცავად სისტემური ცვლილებები, რაც გულისხმობს სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულთა ბრძოლის წინააღმდეგ რეალური, ქმედითი პოლიტიკის შემუშავებისთვის;

შეწყვიტეთ ტერორი, ჩვენი სიცოცხლე საფრთხეშია.

მოვუწოდებთ მედიას, სასიცოცხლოდ მნიშნველოვანია თქვენი როლი, აღნიშნული მოვლენების სწორი და ადეკვატური გაშუქება. ფაქტებისა და მოვლენების ობიექტურად მიწოდება ფართო საზოგადოებისთვის.

დაგვიდექით გვერდით, ჩვენი სიცოცხლე საფრთხეშია.

ასევე მოვუწოდებთ ჩვენს მეგობარ ორგანიზაციებს, უფლებადამცველებს, სოციალურ პრობლემატიკაზე მომუშავე ჯგუფებს, დაგვიდექით გვერდით, ჩვენი სიცოცხლე საფრთხეშია.

თანასწორობის მოძრაობის წევრები და აქტივისტები", - ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^