Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

საყდრისის კომიტეტი: RMG Gold-ი ფიტარეთის სამონატსრო კომპლექსს აზიანებს

28 აგვისტო, 2017 14:21

„საყდრისის კომიტეტი“ ფიტარეთისა  სამონასტრო კომპლექსის მიმდებარე ტრიტორიის ფოტოებს ავრცელებს, სადაც მათი თქმით, ასახულია, თუ როგორ აზიანებს სამონასტრო კომპლექსს RMG Gold-ის ტექნიკა. 

„ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ დაახლოებით 10 დღის წინ ფიტარეთის მონასტრის დაცვითი ზონის ტერიტორიაზე აღმოჩნდა RMG Gold-ის მძიმე ტექნიკა, მხედვლობაში გვაქვს მუხლუხოიანი მძიმე ტექნიკა, რომელსაც ვიბრაცია აქვს, იქ მათ წამოიწყეს რაღაც გაურკვეევლი სამუშაოები, რის შედეგადაც მონასტრის გალავანი ერთ მხარეს დაზიანდა, ბზარი გაუჩნდა“,- განაცხადეს კომიტეტის წევრებმა პრესკონფერენციაზე. 

მათი თქმით, დაზიანდა ისტორიული ხარო, რომელიც შესაძლოა აკლდამაც იყოს, ისინი მოითხოვენ რომ შეწყდეს მონასტრის ტერიტორიაზე ყველა სამუშაო, შემოწმდეს დაზიანების ხარისხი. 

კომიტეტი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს, კულტურის მინისტრსა და საქართველოს მთავარ პროკურატურას  რეაგირებისკენ მოუწოდებს. 

აღნიშნულთან დაკავშირებით  RMG Gold-მა განცხადება გაავრცელა, სადაც კომპანია სიცრუეს უწოდებს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ, თითქოს, ფიტარეთის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე კომპანია მათი  კუთვნილმა მძიმე ტექნიკამ გაურკვეველი სამუშაოები დაიწყო.

როგორც „არემჯი გოლდის“ მიერ გავრცელებულ სპეციალურ განცხადებაშია აღნიშნული, კომპანია RMG -ი ფიტარეთის მოქმედი სამონასტრო კომპლექსის ოფიციალურ და საეკლესიო პირებთან თანამშრომლობს.

 RMG Gold-ი განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში მონასტრის მომსახურე პირებმა კომპანიას ტექნიკური დახმარების თხოვნით მიმართეს და RMG-მ მათ მხოლოდ ტექნიკა ათხოვა.

„კომპანიის საქმიანობა არ ეხება სამონასტრო კომპლექსს და არც გარშემო ტერიტორიას. კომპანია  RMG Gold თანამშრომლობს ფიტარეთის მოქმედი სამონასტრო კომპლექსის ოფიციალურ და საეკლესიო პირებთან. ჩვენი თანამშრომლობა შეეხება სამონასტრო კომპლექსის დაცვისა და მასზე მზრუნველობის საკითხებს. ამჯერად, მონასტრის მომსახურე პირებმა მოგვმართეს ტექნიკური დახმარების თხოვნით და ჩვენ მათ მხოლოდ ტექნიკა ვათხოვეთ. შესაბამისად, სამუშაოთა დაგეგმვასა და წარმოებაზე ჩვენი კომპანია არ არის პასუხისმგებელი. რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, აღნიშნული საკითხის დეტალები კარგად იციან საყდრისის კომიტეტშიც. ამის მიუხედავად, კომიტეტის მხრიდან კომპანია RMG-ს მიმართ, ჩვენი მოსაზრებით, მიზანმიმართულად ვრცელდება არასწორი ინფორმაცია“,- ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში. 
 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^