სირიაში კიდევ ერთი პანკისელი, სოფელ ომალოს მკვიდრი 31 წლის ლევან ტოხოსაშვილი დაიღუპა ცოლთან და ოთხ მცირეწლოვან შვილთან ერთად. ინფორმაციას პანკისის სათემო რადიო WAY ავრცელებს.
მათივე ცნობით, ლევან ტოხოსაშვილის მეუღლეც პანკისელია - 26 წლის ლეილა გაურგაშვილი. გარდაცვლილთა ახლობლებმა პანკისის სათემო რადიო WAY–ს უთხრეს, რომ სირიიდან მიღებული ინფორმაციით, ტოხოსაშვილების ოჯახი დაბომბვაში მოჰყვა.
პანკისის სათემო რადიო WAY-ის ცნობით, ლევან ტოხოსაშვილი ოჯახის წევრებთან ერთად საქართველოდან დაახლოებით 2 წლის წინ წავიდა. სირიაში ის თურქეთიდან გადავიდა. პანკისში, სოფელ ომალოში დედა, მისი და და ძმა ცხოვრობენ.
ფოტო: პანკისის სათემო რადიო WAY