გამომცემლობა „ინტელექტისა“ და გამომცემლობა „არტანუჯის“ მოწვევით 11-12 სექტემბერს ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის 2015 წლის ლაურეატი, ბელარუსი მწერალი სვეტლანა ალექსიევიჩი თბილისს ეწვევა და გამართავს შეხვედრას ქართველ მკითხველთან.
მკითხველთან შეხვედრა 12 სექტემბერს, 19:00 საათზე, რუსთაველის თეატრის მთავარ სცენაზე გაიმართება. ღონისძიებაზე დასწრების მსურველები 2 და 3 სექტემბერს, 12:00-დან 18:00-მდე გამომცემლობა „ინტელექტის“ ოფისში (მისამართი: ჭავჭავაძის გამზირი, N 5) უნდა მივიდნენ, სადაც ბილეთებს უფასოდ მიიღებენ. თითო ადამიანზე გაიცემა მაქსიმუმ სამი ბილეთი. თან იქონიეთ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.
გამომცემლობა „ინტელექტმა“ და გამომცემლობა „არტანუჯმა“ სხვადასხვა დროს ნობელიანტი ავტორის შემდეგი წიგნები გამოსცა: „ჩერნობილის ლოცვა“ (მთარგმნელი ნინო ბექიშვილი), „ომს არ აქვს ქალის სახე“ (მთარგმნელი თამარ კოტრიკაძე), „სექენდ ჰენდის დრო“ (მთარგმნელი ნინო ბექიშვილი). სვეტლანა ალექსიევიჩის ვიზიტთან დაკავშირებით საგანგებოდ გამოიცემა მისი კიდევ ერთი წიგნი „ცინკის ბიჭები“ (მთარგმნელი ზურაბ ქუთათელაძე).