საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირების თავმჯდომარეობის ერთ-ერთი კანდიდატი ხელოვნების მუშაკთა პროფესიული კავშირის თავმჯდომარე დათო ოქიტაშვილი იქნება. ამის შესახებ მან პირველ არხთან ისაუბრა.
„ჩემთვის ამ შემოთავაზებაზე გადაწყვეტილების მიღება იყო ძალიან რთული, მაგრამ შევდივარ ამ ბრძოლაში და გარწმუნებთ, რომ პეტრიაშვილს დავამარცხებ არჩევნების გზით და არა იმ მეთოდით, როგორც თავად მოვიდა თავმჯდომარედ. ახლა რომ გამოდის და რაღაც განცხადებებს აკეთებს, იმის მართული, ამის მართული, სირცხვილია, გაიხსენოს თავისი წარსული. ჩვენ არ ვაპირებთ იმ მეთოდებით ბრძოლას, რა მეთოდითაც ის გახდა პროფკავშირების თავმჯდომარე 12 წლის წინ. ვიცი, რომ კიდევ არიან მსურველები და ყველა კანდიდატს და პეტრიაშვილსაც თანასწორ ბრძოლაში გამარჯვებას ვუსურვებ", - განუცხადა ოქიტაშვილმა პირველ არხს.