გიორგი-კვირიკაშვილმა ფინანსთა მინისტრს დიმიტრი ქუმსიშვილს სტიქიის ლიკვიდაციაში ჩართული სხვადასხვა სტრუქტურების თანამშრომლების პრემიებით წახალისების საკითხი უზრუნველყოს. მისი თქმით, ასეთი სტიქიური გამოწვევებისთვის ქვეყანა უნდა იყოს მზად და საჭიროა შესაბამისი, ინფრასტრქუტურული აღჭურვილობის განახლება და კრიზისების საბჭოს სტრუქტურის შესაბამისობაში ყოფნა.
,„პირველ რიგში, მინდა ფინანსთა მინისტრს დავავალო, პრემირების საკითხი უმოკლეს დროში გადაწყვიტოს. ვინც იყო ამ სტიქიის ლიკვიდაციაში ჩართული, მათ ნამდვილად ეკუთვნით წახალისება და ეს არის აბსოულუტურად ბუნებრივი. ჩვენ დაგვჭირდება მომავალი სისტემური ცვლილებები, ასევე ინფრასტრუქტურის განახლება.
დღევანდელ დღეს, გლობალური დათბობის პირობებში, ხედავთ რა სიტუაციაც არის მთელი ევროპის მასშტაბით, მსოფლიოს მასშტაბით. ნებისმიერი ქვეყანა უნდა იყოს მზად ასეთი გამოწვევებისთვის. ვფიქრობ, რომ საჭიროა შესაბამისი, ინფრასტრუქტურული აღჭურვილობის განახლება, მანქანების განახლება, ასევე არის აუცილებელი კრიზისების საბჭოს სტრუქტურის შესაბამისობაში ყოფნა ასეთი ტიპის გამოწვევებთან. ამიტომ, პირველივე დღიდან, როდესაც აბასთუმანში ცეცხლი ჩაქრება, ჩვენ ამ საკითხზე მოგვიწევს მუშაობს.
წელსაც და მომავალი წლის ბიუჯეტშიც, საჭირო იქნება ამ რესურსის გათვალისწინება და გასატარებელი იქნება ისეთი ტიპის სისტემური ცვლილებები, რომელიც ჩვენს ქვეყანას გაცილებით მაღალი ხარისხის მზადყოფნაში მოიყვანს ასეთი ტიპის გამოწვევებთან.
ვფიქრობთ, რომ ძალა შეგვწევს და აუცილებლად გავაკეთებთ ამას. მინდა ვთქვა, რომ ფართობი ზუსტდება. წინასწარი მონაცემებით, სავარაუდოდ, დაახლოებით 200 ჰექტრის ფარგლებშია დამწვარი ტყის ფართობი. ღირსეული საქმეა ჩვენი ულამაზესი ტყის აღდგენა მთელი მოსახლეობის ჩართულობით და მათი მონაწილეობით ვისაც სურვილი ექნება, თუნდაც მცირედი წვლილი შეიტანოს ამ საქმეში, ჩვენ აუცილებლად აღვადგენთ იმ ტყეს, რომელიც განადგურდა. ეს ჩვენი ვალია”- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა